შაუმიანის N2 საჯარო სკოლას მეთორმეტეკლასელები ემოციური ღონისძიებით დაემშვიდობნენ
20-06-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N2 საჯარო სკოლაში, 19 მაისს, მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

ეს დღე როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის ემოციური იყო.

მოსწავლეებმა „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე იცეკვეს, იმღერეს, სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს, რამაც მათში სევდა და სიხარული ერთდროულად აღძრა.

ბავშვებმა, ასევე მასწავლებელთა ღვაწლი აღნიშნეს, რომელთაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

სასკოლო საზოგადოებამ მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილა და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203