აწყურის საჯარო სკოლის პედაგოგი მაია გულიაშვილი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს ლამაზი ღონისძიებით დაემშვიდობა 
20-06-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღე ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა, მოსწავლეები პირველ მასწავლებელს - მაია გულიაშვილს დაემშვიდობნენ.

პატარებს თეთრი პერანგები ეცვათ, რომელზეც დღის ბოლოს პედაგოგმა და თანაკლასელებმა საუკეთესო სურვილები დააწერეს. 

„გზას დაგილოცავთ ჩემო მერცხლებო“, - ამ სიტყვებით გააცილა პედაგოგმა თავისი მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203