სამრეკლოს საჯარო სკოლის მოსწავლის - დავით ქადაგიძის ბრწყინვალე სპორტული წარმატება
20-06-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები წლის განმავლობაში სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და შეჯიბრში წარმატებით მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მეოთხეკლასელი - დავით ქადაგიძე, რომელიც უშუ-სანდაში ჩემპიონი გახდა.

მან შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა და სკოლა ასახელა.

„გილოცავთ დავით და ულევ წარმატებას გისურვებთ. სკოლა ამაყობს შენით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203