შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაასრულეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.
მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლის ეზოში მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები მოეწყო.
ბავშვებმა აღნიშნულ დღეს გამართულ ღონისძიებაზე იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
მათ მთელი სასკოლო საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.
სკოლის ეზოში მხიარული ატმოსფერო სუფევდა.
„დღეს ყველა ბედნიერია! ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, ბედნიერ დასვენებას გისურვებთ! აღდგენილი ძალებით, სიახლეებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: