„ნატვრის თვალი“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელთა წარმტაცი ღონისძიება 
20-06-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებას ახალგაზრდა, ახალბედა, ნიჭიერმა პედაგოგმა, სალომე ცუხიშვილმა „ნატვრის თვალი“ უწოდა.

მოსწავლეებმა, სცენაზე იაკობ გოგებაშვილის ის უკვდავი მოთხრობები გააცოცხლეს, რაც სამყაროს შემეცნების ანი და ჰოეა.

მოსწავლეებმა ოსტატურად მოირგეს სხვადასხვა როლები და დიალოგებში გააჟღერეს ნაწარმოების მთავარი არსი და იდეა.

მნიშვნელოვანია, ის, რომ მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიული ფაქტებიც შეახსენეს პუბლიკას, მათ დიდი მასწავლებლის ღვაწლსა და მიღწევებზე ისაუბრეს.

ბავშვებმა ასევე ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს ქართულ დამწერლობასა და დედაენას. მუსიკალური ნომრების ჯადოსნურ ჟღერადობაზე კი, პედაგოგმა ნინო ბიბილურმა იზრუნა, რამაც ღონისძიება უფრო სანახაობრივი და სამახსოვრო გახადა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203