ბავშვებმა წლის განმავლობაში ნასწავლი შეაჯამეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ეს დღე დადებითი ემოციებით დატვირთული იყო.
„მასწავლებელი წინამძღვრობს ერს! კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი შეემატა, ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის ლამაზ ისტორიას“, - აღნიშნავს მასწავლებელი, ეკა გერგაია.
მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.