ჩაისუბნის N2 სკოლის IX კლასის მოსწავლე დიმიტრი ჩიბურდანიძე ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა
20-06-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე დიმიტრი ჩიბურდანიძემ ძალოსნობაში სპორტულ ჩემპიონატზე წარმტებით იასპარეზა.

დიმიტრიმ თავისი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა, 15 წლამდე ასაკის ბიჭებს შორის, 99 კგ დაძლია და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

წარმატებული ასპარეზობისთვის დიმიტრიმ ოქროს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრის სკოლა და თანაკლასელები ზეიმით შეხვდნენ და წარმატება საჯაროდ მიულოცეს, ასევე მას სამახსოვრო სიგელი და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

დიმიტრის დამრიგებელი დოდო ბერიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203