ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს
20-06-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს შთამბეჭდავი ღონისძიებით დაემშვიდობნენ. 

მოსწავლეებმა, პედაგოგ ნადიე ქამადაძეს მადლობა გადაუხადეს და მისი შრომა და ამაგი აღნიშნეს.

ბავშვებმა, სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი სანახაობა წარუდგინეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს ემოციური და ლამაზი დღე პატარებს, არასდროს დაავიწყდებათ.

აღსანიშნავია, რომ ზეიმზე მიწვეული ჰყავდათ პირველკლასელი საბა აბულაძე, რომელიც თეთრ მაისურზე იის ნახატითა და წარწერით - „აი ია“, თავს იწონებდა და ამაყად დაიარებოდა.

მეოთხეკლასელების ზეიმს სხვა კლასის მოსწავლეებიც დიდი ინტერესითა და სიხარულით შეუერთდნენ.

„შენ რომ კითხვა მასწავლე,
შენ რომ სიბრძნე მასწავლე,
არავითარ სხვა განძში
იგი მე არ გავცვალე.

დღემაღალო, დღეგრძელო,
ყველგან ჩემო მხლებელო.
ამ მადლიან მადლისთვის
გმადლობთ, მასწავლებელო!“ -  ამ ლექსით მოსწავლეებმა პირველ პედაგოგს მადლობა გადაუხადეს. 

„გილოცავთ ბავშვებო სასწავლო წლის დასრულებას. გისურვებთ წარმატებებს... პედაგოგი მუდამ გაიხარებს და იამაყებს თავისი აღზრდილების მიღწევებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203