ერკეთის საჯარო სკოლაში ნორჩი მხატვრების გამოფენა გაიმართა
20-06-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა ჩატარდა.

მათ შორის ერთ-ერთია, ნორჩი მხატვრების გამოფენა, რომელიც სკოლაში მოეწყო.

გამოფენაზე მოსწავლეთა შემოქმედებითი ხედვა, ნიჭი, შესაძლებლობები იყო წარმოჩენილი.

„დამთვალიერებლები აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ მარიამ ჯალაბაძის, ნინო რამიშვილის და სხვათა ნამუშევრების ხილვით“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნეს, მხატვრებმა ნამუშევრების შეძენის მსურველებს რამდენიმე ნახატი უსახსოვრეს.

გამოფენაზე, ასევე, წარდგენილი იყო ხელოვნების პედაგოგ სოსო ოსეფაიშვილის ნახატები, რომლებმაც სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

„იყვნენ მათი შეძენის მსურველები, მაგრამ ავტორმა ვერცერთი ვერ გაიმეტა, თუმცა ფიქრობს, რომ რომელიმე ნახატი საჩუქრად დაუტოვოს სკოლას“, - გვეუბნებიან სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203