წერეთელის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლელა ჯაბანაშვილი, მესამეკლასელებთან ერთად, STEAM პროექტს შეუერთდა 
20-06-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მოსწავლეები არაერთ საინტერესო პროექტში ჩაერთნენ.

მათ შორის აღსანიშნავია, ევროპული სკოლის განათლების პლატფორმის- eTwinning-ის ერთ-ერთ STEAM პროექტი - „რატომელები“, რომელშიც დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ლელა ჯაბანაშვილი თავის მე-3 კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაერთო.

აღსანიშნავია, პროექტში ასევე ჩართულია 15 სკოლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებს: აღნიშნეს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, დედამიწის დღე და  eTwinning-ის დაბადების დღე.

ასევე, ბავშვებმა განახორციელეს STEAM აქტივობები: „მათემატიკა ყველგან და ყოველთვის“; „რწყილი და ჭიანჭველა“; ჩაატარეს კვლევა- „რას ჭამენ ჭიანჭველები?“; დაეუფლნენ სხვადასხვა web-2 ინსტრუმენტს, იმუშავეს „ავატარების“, ლოგოების, პოსტერებისა და „სიტყვების ღრუბლების“ შექმნაზე.

ბავშვები ასევე მონაწილეობდნენ ონლაინ-შეხვედრებში, ჩატ-რუმში, დაესწრნენ კონფერენციას, გაეცნენ კიბერუსაფრთხოების წესებს, მონაწილეობა მიიღეს „კაჰოტის“ თამაშებში, ააწყვეს სხვადასხვა თავსატეხი, აქტიური ჩართულობისათვის კი დაიმსახურეს არაერთი სერტიფიკატი.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა, სკოლაში საკუთარი ხელით მოაწყვეს eTwinning-ის კუთხე.

„პროექტის დასასრულს კი მადლიერმა მოსწავლეებმა და მშობლებმა დადებითად შეაფასეს მუშაობა და გამოთქვეს მომავალში მსგავს პროექტებში მონაწილეობის სურვილი, რადგან ბავშვი ასეთი აქტივობებით მრავალ სასარგებლო უნარს იძენს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203