იხილეთ: ზიკილიის საჯარო სკოლის შთამბეჭდავი აქტივობები
07-05-2018
ზიკილიის საჯარო სკოლაში სასწავლო და შემოქმედებითი პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
კერძოდ, ცოტა ხნის წინ, მოსწავლეების მიერ სპექტაკლი „ყვინჩო მამალა“ ჩატარდა, რომელმაც სკოლის დირექციის წარმომადგენლებისა და დამსწრე საზოგადოების მხურვალე ტაში დაიმსახურა.
პარალელურად, მოსწავლეებმა სკოლის ეზო გაალამაზეს, რაც გარემოს დაცვისა და ბუნებაზე ზრუნვის გამოხატვა გახლდათ.
და ბოლოს, ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლებს შორის მინი ფეხბურთში გამართულ შეჯიბრში ღირსეული პირველი ადგილი მოიპოვეს.
სკოლის დირექცია მათ წარმატებას ულოცავს და მეტ გამარჯვებას უსურვებს. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს