„ეს წელი ჩვენი სკოლისათვის იღბლიანი და წარმატებული იყო“ - ძირკვაძეების საჯარო სკოლაში აკადემიური წლის წარმატებით დასრულება აღინიშნა
20-06-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლაში, აკადემიური წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტი, აქტივობა განხორციელდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესით მონაწილეობდნენ.

მათი მეშვეობით მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.

„ეს წელი ჩვენი სკოლისათვის იღბლიანი და წარმატებული იყო. მადლობა, ამისათვის მოსწავლეებს, მასწავლებლებს. მომავალი სასწავლო წელი კი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რადგან ძალა ერთობაშია! ჩვენ, ერთად ბევრ რამეს შევძლებთ, უფრო მეტი წარმატება გვექნება. შევხვდებით ახალ სასწავლო წელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203