„ჩემი ანიმაციური მე“ -  სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო პროექტი 
20-06-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა მონაწილეობით, წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი ჩატარდა.

ერთ-ერთი ასეთი პროექტი - „ჩემი ანიმაციური მე“ სკოლის VI კლასში კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე მასწავლებელმა - ეკატერინე ჩიტაურმა ​განახორციელა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი ძალიან სახალისოდ წარიმართა, მოსწავლეებმა თავიანთი პროექტები ანიმაციური პერსონაჟებით წარადგინეს, რომლებსაც ფიქრობდნენ, რომ ჰგავდნენ.

მათ წარმოადგინეს მასწავლებლის პერსონაჟიც, რომელმაც როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი მხიარულება და სასიამოვნო ემოცია გამოიწვია, როგორც მასწავლებელში, ასევე მოსწავლეებში.

„ამით მათ გამოხატეს მასწავლებლის მიმართ დიდი სითბო და სიყვარული“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობისას შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და საჭირო ცოდნა შეიძინეს.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებელსა და სკოლას. გისურვებთ მრავალი პროექტის განხორციელებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:  





















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203