ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია 
20-06-2023
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო პროექტსა თუ კონკურსში მონაწილეობდნენ და წარმატებასაც აღწევდნენ. ისინი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განათლების სამინისტროსა და რესპუბლიკის მასშტაბით გამოცხადებულ არც ერთ გამოწვევას არ ტოვებდნენ უყურადღებოდ.

ერთ-ერთი ასეთი კონკურსი იყო „ვწერ თავისუფალ თემას“, რომელიც რამდენიმე წელია SEU - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ეგიდით იმართება.

„რა თქმა უნდა, ამ კონკურსში ვიღებდით მონაწილეობას, თუმცა 2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენთვის“, - ამბობენ სკოლაში.

კონკურსში სკოლის X-XI-XII კლასების რამდენიმე მოსწავლე: ანანო მუმლაძე, მარიამ კურცხალია, გიორგი ცუცქირიძე, თამარ კურტანიძე, დიანა გაფრინდაშვილი, გიორგი ტყემალაძე, ნინო ტყემალაძე, მარიამ ჯაჯანიძე, ნინო გაფრინდაშვილი, ნანა წერეთელი, იზა ასანიძე, ლილიკო კენჭოშვილი მონაწილეობდა.

„ვამაყობთ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, ქალბატონ ია ნეფარიძისა და ნელი ბიწაძის, მოსწავლეები: მარიამ ჯაჯანიძე, ანანო მუმლაძე, ლილიკო კენჭოშვილი და მარიამ კურტანიძე ფინალში გადავიდნენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, XI კლასის მოსწავლემ - მარიამ ჯაჯანიძემ სკოლა ასახელა და სეუ-ს კონკურსის გამარჯვებულთა შორის მოხვდა.

„მარიამი საკმაოდ ერუდირებული და განათლებული ბავშვია, დიდი ინტერესით კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას, უყურადღებოდ არ ტოვებს პედაგოგის, ია ნეფარიძის მიწოდებულ არცერთ ინფორმაციას, სასიამოვნოა მასთან მუშაობა. და აი, შედეგმაც არ დააყოვნა. ვულოცავთ მარიამს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. გვჯერა, რომ ბევრ წარმატებას მიაღწევს, ვიმედოვნებთ, რომ მარიამის ნაკვალევს გაჰყვებიან სხვებიც და შორს გაიტანენ ჩვენი საუკუნოვანი სკოლის სახელს“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203