
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენის მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება ჩატარდა.
მათ შორის, ზღაპრის - „კონკია“ მიხედვით სპექტაკლი დაიდგა, რომლის ხელმძღვანელები ინგლისური ენის პედაგოგები: ნათია როყუა და მზია ხუჭუა იყვნენ.
აღნიშნული სპექტაკლი სკოლაში, 12 ივნისს, ოზურგეთის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებული ზღაპრის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
„პატარა მსახიობებმა საოცარი ოსტატობით გადმოსცეს ინგლისურ ენაზე კონკიას თავგადასავალი“, - გვიყვებიან სკოლაში.
მათ ცოდნა, შემოქმედებითი ნიჭი, შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: