
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება, პროექტი თუ აქტივობა გაიმართა.
მათ შორის აღსანიშნავია, გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE), გამოცხადებულ საგანმანათლებლო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტი - „აჩუქე მეორე სიცოცხლე“.
პროექტი მრავალფეროვან გარემოსდაცვით აქტივობებს მოიცავდა.
ერთ-ერთ ეტაპზე ეკოკომიტეტის წევრებმა და „ნორჩმა ეკოლოგებმა“ თემაზე - „წრიული ეკონომიკა“ და ნარჩენების დახარისხება, მრავალფეროვანი რესურსი შექმნეს.
„ნორჩმა ეკოლოგებმა" და ეკოკლუბის წევრებმა I-VIII კლასის მოსწავლეებს გააცნეს პროექტის იდეა და მიზანი, აუმაღლეს ცნობიერება წრიული ეკონომიკის და ნარჩენების დახარისხების თვალსაზრისით, წარუდგინეს წინასწარ შექმნილი და მომზადებული პოსტერები, დაურიგეს ბუკლეტები.
იხილეთ ფოტოები: