ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა წარმტაცი გამოსაშვები ღონისძიება
20-06-2023
ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ, რაც ემოციური იყო როგორც მათთვის, ასევე პედაგოგისთვის.

ამასთან დაკავშირებით, მასწავლებელ მაია კერესელიძის ხელმძღვანელობით, მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება, ნიღბების თეატრში გაიამრთა.

ღონისძიებაზე ბავშვებმა ცოდნა და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს. 

მათ იმღერეს, იცეკვეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მეოთხეკლასელებმა, ასევე, პირველი მასწავლებლის ღვაწლი აღნიშნეს, რომელმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადო.

დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203