წყალტუბოს N1 სკოლის მე-7 კლასელთა შთამბეჭდავი ექსკურსია ბათუმში
20-06-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელებისთვის შთამბეჭდავი ექსკურსია მოეწყო. 

მე-7 კლასის მოსწავლეები ბათუმს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მოინახულეს მინიატურული საქართველო შეკვეთილში, მოილოცეს ბათუმის სამება, გემით ზღვაში გაისეირნეს, ბოლოს კი დელფინარიუმს ეწვივნენ. 

„საოცარი და დაუვიწყარი ექსკურსია“ - ასე აფასებენ ტურს სკოლაში. 

„დიდი მადლობა ექსკურსიის ხელშეწყობისთვის სკოლის დირექციას, მადლობა ჩემს თანამშრომლებს, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაილამაზეს დღე, მადლობა ჩემს უსაყვარლეს ბავშვებს და რაც მთავარია მშობლებს, ჩემს განსაკუთრებულებს, თანადგომისთვის, იმ სითბოს და სიყვარულისთვის რაც ჩვენს ერთ მუჭად შეკრულ გუნდს გააჩნია. მიყვარხართ“,- აღნიშნავს ექსკურსიის ხელმძღვანელი პედაგოგი. 

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203