
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში დაწყებითი კლასების ღონისძიება - „სულ პატარები მოვედით, გავიზარდეთ და გავლაღდით“ ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სკოლის პედაგოგები: ნათია ურატაძე და შორენა აფულავა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ბავშვების შესრულებულმა ნომრებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.
იხილეთ ფოტოები: