ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს
20-06-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს. 

მოსწავლეები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ და მისი ხელმძღვანელობით წარმტაცი სანახაობა დადეს. მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

ღონისძიება მეტად ემოციური გამოვიდა. პედაგოგმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და წარმატება უსურვა, ბავშვებმა კი მასწავლებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ემოციებით სავსე დღე, ოთხი წლის შემაჯამებელი ღონისძიება, ბევრი ღიმილი და ემოცია, რომელიც ერთმანეთთან განშორებამ მოგვიტანა...  კიდევ ერთხელ გილოცავთ, მეოთხე კლასის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ სასკოლო ცხოვრებას“,- აღნიშნავს კლასის დამრიგებელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203