„ზღაპარ იყო...“  - შუაღელეს საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა წარმტაცი გამოსაშვები ღონისძიება
19-06-2023

ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

მეოთხეკლასელები პირველ პედაგოგს - მაია მაია ქათამაძეს დაემშვიდობნენ. ეს ემოციური იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებლისთვის.

ამასთან დაკავშირებით სკოლაში საინტერესო ღონისძიება - „ზღაპარ იყო...“ ჩატარდა, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელი ირმა ვარშანიძე გახლდათ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ბავშვებმა ასევე პედაგოგის ღვაწლიც აღნიშნეს, რომელსაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

დირექციამ და დამრიგებელმა მათ მე-5 კლასში გადასვლა მიულოცეს და წარმატება უსურვეს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203