„კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა“ - ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას მიძღვნილი შთამბეჭდავი პროექტი მუხრანის N1 საჯარო სკოლაში 
19-06-2023
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა. 

მათ შორის ერთ-ერთი იყო ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისადმი მიძღვნილი პროექტი - „კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა“, რომელიც წარმატებით დასრულდა.

ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ პროექტში V , VII , VII და VII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პროექტის ფარგლებში სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა:

  • სკოლაში მოეწყო პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო-სტენდი;
  • გამოიცა კედლის გაზეთის 5 ნომერი.

მოსწავლეებმა: ს.ოქრუაშვილმა, მ.სუხაშვილმა, ა.ავანაშვილმა, მ.მესროფოვმა და ნ.ჩუგუაშვილმა მოიძიეს მოგონებები ვაჟა-ფშაველას ცხოვრების შესახებ, მის წინაპრებზე, შვილებზე.

„ეს შემაჯამებელი ღონისძიება ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა - ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნორჩი დეკლამატორები, მშვიდად, ემოციურად, საინტერესოდ მოგვითხრობდნენ ვაჟას გავლილ გზას.

კიდევ ერთხელ აგვატირა შვლის ნუკრმა - მოსწავლეებმა: მ.ბუდინაშვილმა და ს.ჟიჟიაშვილმა.

მ.ტატიშვილმა კლდის შეძახილით „გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!“ დაგვაფიქრა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„მაყურებელს უდიდესი სიამოვნება მიანიჭა პოემის „ალუდა ქეთელაურის“ ინსცენირებამ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ალუდას როლი - ლ.გურგენიშვილმა, მუცალის - ს.სარიშვილმა, ბერდიას კი ა.ხოსროშვილმა მოირგეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა (ნ.ზარიაშვილი, ს.მრევლიშვილი, მ.ტაბარუკიშვილი, მ.ტუღრიაშვილი, ლ.ნოზაძე, ს.პაპაშვილი) მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს: სამშობლოზე, გმირობაზე.

„ქართული ტრადიციული ცეკვა მოსწავლეებმა: ა.ხოსროშვილმა, ა.მანქანაშვილმა, ასევე მთიულური: ნ.მამაგეიშვილმა, ა.ჭაღარაშვილმა, გ.თინიკაშვილმა,  ქალთა ცეკვა კი ა.ლომიაშვილმა და ა. შახნაზაროვმა შეასურლეს“... მეხუთეკლასელებმა (ნ.ფეიქრიშვილი, ს.ჟიჟიაშვილი, მ.ტაბარუკიშვილი, მ.ტუღრიაშვილი, ს.მრევლიშვილი) გაიხსენეს ვაჟას გმირები: მოისმის ხმა ხმელი წიფლის, კაი ყმის, ლელასი, კვირიასი, ბერი ლუხუმის, ჯოყოლას, მინდიას.... მოისმის ვაჟას გულის ამოძახილი მოისმის ჩვენი გულის ამოძახილიც: ვაჟა!!!“, - გვეუბნებიან სკოლაში.

მოსწავლეთა შესრულებულმა როლებმა და შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

„სკოლის დირექტორმა - სოფო კუბლაშვილმა პროექტის მიმდინარეობა, გაწეული მუშაობა შეაფასა და მოსწავლეებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ეკატერინე ვარდიაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისათვის. ეს ყოველივე სიყვარულმა, ერთიანობამ და თანადგომამ შეგვაძლებინა: „ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, უნდა შევძლოთ, სიყვარული მიმოვფანტოთ გზად, ვერასოდეს ვერ წაგვაქცევს გაჭირვება მთლად, სანამ ქვეყნად, ძვირფასებო, ერთმანეთი გვყავს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203