ხავეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებით დააგვირგვინეს
19-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაასრულეს.

მოსწავლეებმა, რუსული ენის „ანბანის გაცილება“ მოაწყვეს და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს.

ღონისძიება რუსული ენის მასწავლებლის - კარინე სტეპანიანის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, წარმოდგენის ბოლოს კი, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, რამაც დღე უფრო დასამახსოვრებელი გახადა.

მოსწავლეებსა და ხელმძღვანელს, სკოლის დირექტორმა, ნორაირ აკოპიანმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა ამ საინტერესო სანახაობისთვის მადლობა გადაუხადეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203