ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით დასრულდა 
19-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დააგვირგვინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასწავლო წელი ნაყოფიერი და წარმატებული იყო.

ღონისძიებაზე ბავშვებმა არაერთი შთამბეჭდავი ნომერი შეასრულეს, ბევრი იმღერეს, იცეკვეს და სკოლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ასევე იუმორისტული წარმოდგენები გაითამაშეს და დღე კიდევ უფრო სახალისო გახადეს.

როგორც, სკოლაში აღნიშნავენ, ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ გავიდა დღე, ამაღლებული განწყობითა და დატვირთული ემოციებით, ბავშვები სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203