ზემო წინსვლის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ეკატერინე თურმანიძემ მუნიციპალური კონფერენციის მათემატიკის სექციას გაუწია მოდერატორობა
19-06-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლას პროფესიონალი, განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ. 

ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ბათუმის მასწავლებელთა სახლის მხარდაჭერით, ფერიის საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა მე-8 მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა.

აღნიშულ კონფერენციაზე მათემატიკის სექციის მოდერატორი ზემო წინსვლის საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი ეკატერინე თურმანიძე იყო. მან დაკისრებულ მოვალეობას თავი უდიდესი წარმატებით გაართვა.

სკოლაში მასწავლებლით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203