„ქაღალდის შექმნა“ - კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, მაკულატურა გადაამუშავეს
19-06-2023
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა.
ერთ-ერთი ასეთი პროექტია - „ქაღალდის შექმნა“, რომელიც მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა დამრიგებლების: ინგა კაკუშაძისა და დალი ნიშნიანიძის ხელმძღვანელობით განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა, მაკულატურა გადაამუშავეს და ახალი პროდუქტი მიიღეს, რომელზეც მათ აფორიზმები დაიტანეს.
მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობისას შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და საჭირო ცოდნა, გამოცდილება მიიღეს.
აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს