აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში ერთადერთ მეექვსეკლასელს დაწყებითი საფეხურის წარმატებით დასრულება ღონისძიებით მიულოცეს 
19-06-2023

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო.

სკოლაში, მე-6 კლასის, ერთადერთ მოსწავლეს, დაწყებითი, საფეხურის წარმატებით დასრულება შთამბეჭდავი ღონისძიებით მიულოცეს.

გამომდინარე იქედან, რომ კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლეა, აქტივობაში, მე-5, მე-3 და 1-ელი კლასების  მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ და შთამბეჭდავი სანახაობა მოაწყვეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მუსიკის პედაგოგმა, სხვადასხვა სიმღერებით გაჯერებული, სპექტაკლი - „ბულბულის იუბილე“, წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა, შესანიშნავად გაითავისეს და მოირგეს როლები.

წარმოდგენა ბუნებაში გაიმართა, რამაც ხელი შეუწყო რეალური იმიტაციის შექმნას.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს მშობელთა ჩართულობა, ისინი დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ზრუნავდნენ მოსწავლეთა ჩაცმულობაზე.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა მშობელმა განსაკუთრებით იზრუნა და დაამზადა მოსწავლეთა კოსტიუმების დიზაინი, რომელმაც უფრო საინტერესო და ეფექტური გახადა სპექტაკლი.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეს პირველი საფეხურის დასრულებას და ვუსურვებთ ბევრ წარმატებას შემდეგ ეტაპზე!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203