ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მასწავლებელი მარიკა ჩხაპელია და მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
19-06-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებში ერთვებოდნენ.

ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი მარიკა ჩხაპელია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელსაც glory future foundation ატარებდა. პედაგოგი მომხსენებლადაც წარსდგა და მოდერატორიც იყო. შედეგად კი კონფერენციაში მოსწავლეებიც ჩართო. 

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა ერთმანეთს ინფორმაცია მდგარი განვითარების მიზნებისა და მათი მოგვარების გზების შესახებ გაუზიარეს. ისინი კონფერეციის მიმდინარეობაში დიდი მონდიმებით ჩაერთნენ და ცოდნა გაიღრმავეს. 

კონფერენციაში მონაწილეობისთვის პედაგოგმა და მოსწავლეებმა სერტიფიკატები დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203