„ეკოლოგია“- ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში სასკოლო კონფერენცია ჩატარდა
19-06-2023

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი ნაყოფიერი და საინტერესო აქტივობა გაიმართა.

მათ შორის, სკოლაში სასკოლო კონფერენცია თემაზე - „ეკოლოგია“ გაიმართა, რომელიც სასკოლო პროექტის -„ გარემოს დაცვა“ დასკვნით ნაწილს უკავშირდებოდა. 

კონფერენციის ორგანიზატორები შემდეგი პედაგოგები იყვნენ:

  • ციალა ზარიძე - ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი;
  • ჟანა ხაჩატურიანი - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
  • ნინო მაცუკატოვი და ლეილი ავაქიანი - ინგლისური ენის მასწავლებლები.

პრეზენტაციები კი VIII-XI კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს. კონფერენციას სხვადასხვა სკოლის, კერძოდ - ახალქალაქის N2, N4, N5, ბარალეთის, კოთელიის, ჩუნჩხის, პტენის, ოკამისა და გოგაშენის სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

გარდა ამისა, კონფერენციაზე მოწვეული სტუმრები იყვნენ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი - თერეზა ჩივჩიანი, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების წარმომადგენელი - თამაზ კარაპეტიანი.

კონფერენციაზე, პრეზენტაციებთან ერთად, გაიმართა სამოსის ჩვენება - „ყველაფერი ახალი კარგად მივიწყებული ძველია”. აღნიშნული კონფერენცია მდგრადი განვითარების 17 მიზანსა და გლობალური პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზას მიეძღვნა.

როგორც სკოლაში ამბობენ, კონფერენციამ დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში, რაც მათ მოსაზრებასა და შეფასებაში გამოიხატა. კონფერენციის ბოლოს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203