„ბედნიერი 4 წელი“ - ჩალაუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული წლები ღონისძიებით დააგვირგვინეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ჩალაუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ემოციურად, საზეიმო ვითარებაში დაემშვიდობნენ.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება - „ბედნიერი 4 წელი“ ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი კლასის დამრიგებელი - თამარ ჩუთლაშვილი იყო.
აღნიშნულ ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წიაკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„ღონისძიება ლამაზი, ეფექტური და ემოციებით დატვირთული გამოვიდა“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეთა შემოქმედებითმა უნარებმა და შესრულებულმა ნომრებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
კლასის დამრიგებელმა და დირექციამ მათ მე-5 კლასში გადასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: