ოროჯალარის საჯარო სკოლის მე-3 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება არაჩვეულებრივი წარმოდგენით აღნიშნეს
19-06-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში აკადემიური წელი წარმატებით დამთავრდა.
სასწავლო წლის დასასრული განსაკუთრებულად გამორჩეული დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის იყო.
სკოლის დამხმარე და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - არმენუი პოდოსიანის დახმარებით, მე-3 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას პროექტის - „ჩრდილების თეატრი“ ფარგლებში, ზღაპარი - „მზესუმზირების დღესასწაული“ წარუდგინეს.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და უდიდესი მოწონება დაიმსახურეს. ისინი სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობენენ და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
პროექტში ხელოვნების მასწავლებელი - კარინე ჩოგანდარიანი, ქართული ენის მასწავლებელი - თამარ პოილარაშვილი და მუსიკის მასწავლებელი - არეკნაზ მკრტჩიანიც იყვნენ ჩართულნი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს