ბეკამის საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე „ეტალონის“ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა 
19-06-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ხაშურის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის წარმატებულ მონაწილეებს - ნინიკო დულარიძეს, მარიამ კიკნაძეს, მარიამ დულარიძესა და მარიამ ღამბაშიძეს  „ეტალონის“ ოქროს სიგელები გადაეცათ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 8 ივნისს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 9 ივნისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203