ბროლოსნის საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს „ეტალონის“ სპეციალური სიგელი მიენიჭა
19-06-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ხაშურის დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - ნოდარ გელაშვილსა და საბა გელაშვილს „ეტალონის“ სპეციალური სიგელები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 8 ივნისს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203