ეფრემოვკის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
19-06-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოა.

მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით სასწავლო გარემო სადღესასწაულოდ მორთეს.

მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, „ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე არაერთი შთამბეჭდავი ნომერი - ცეკვები, სიმღერები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„შემდეგ მადლობა გადაუხადეს ყველა იმ პედაგოგს, რომელმაც მათი განათლებისა და განვითარებისთვის ძალ-ღონე არ დაიშურა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დღე საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203