ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ 
19-06-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლეები გასვლითი ღონისძიებით ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ.

ღონისძიება პედაგოგების: ირმა დუმბაძისა და ბულბული შერვაშიძის ხელმძღვანელობით მოეწყო და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა, პოეტის ლექსები საჯაროდ წაიკითხეს და მსმენელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

ცნობისთვის, ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში მდებარეობს. მუზეუმი მოწყობილია სახლში, სადაც ცნობილი პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ფრიდონ ხალვაში დაიბადა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203