ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, სხვადასხვა საინტერესო ნომერი წარადგინეს, ასევე მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები დადგეს და სანახაობა უფრო შთამბეჭდავი გახადეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა აამღერეს და ააცეკვეს პედაგოგები: ნაზელი სარკისიანი და ანაიდ ჯანამიანი და დღე დაუვიწარ დღესასწაულად აქციეს.
ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებიპირველ მასწავლებელ აიდა აპოიანს ემოციური სიტყვებით დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: