„ენა, მამული, სარწმუნოება“ - თბილისის N217 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
19-06-2023

თბილისის N217 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი და ემოციური იყო.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში გამოსაშვები ღონისძიება - „ენა, მამული, სარწმუნოება“ ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართულ ენასთან დაკავშირებით მოამზადეს ლექსები, სიმღერები, მწერლების გამონათქვამები.

მათ, ასევე აღნიშნულ დღეს მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის.

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეთა შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა. ბავშვებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203