
სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
IVბ კლასელები კი, პირველ დამრიგებელს - მარიკა ხონელიძეს დაემშვიდობნენ. მათ ამასთან დაკავშირებით, საზეიმო გამოსაშვები ღონისძიება - „უტკბილესი ოთხი წელი“ გამართეს.
ღონისძიებაზე პატარებმა განვლილი ოთხი წელი შეაჯამეს, შესწავლილ ნაწარმოებთა გმირები „გააცოცხლეს“, პატრიოტულ თემაზე შექმნილი ლექსები გაიხსენეს, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. მოსწავლეებმა მასწავლებლებს, გაწეული ამაგისთვის, მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეები ღონისძიებისთვის სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ. აღსანიშნავია, რომ გარემოც საზეიმოდ - ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით იყო მორთული. მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი წარმოდგენა დადგეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: