ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მავნე ჩვევების წინააღმდეგ პრეზენტაცია მოამზადეს
07-05-2018
ანდეზიტის საჯარო სკოლაში, პედაგოგ მანანა იაკობიძის ორგანიზებით, პროექტი -„ცხოვრების ჯანსაღი წესი“ განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ორგანიზმზე თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნე ზემოქმედების შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე გამოკითვა ჩაატარეს და დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც სკოლასა და სოფელში დაარიგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოზარდებისთვის აღნიშნული ნივთიერებების ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს