ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო პროექტში
19-06-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად წარიმართა.

სკოლა აქტიურადაა ჩართული „რონდელის ფონდის“ პროექტში - „თემის ახალგაზრდობის ჩართულობა ხულოსა და პანკისში“.

პროექტის ფარგლებში, სკოლას გამარჯვებული მოსწავლეები ყოველწლიურად ჰყავს. ტრადიცია არც წელს დარღვეულა და ფინალში ოთხი მოსწავლე -   ნანა თავართქილაძე, თათია თავართქილაძე, ნინო თავართქილაძე და ქეთი თავართქილაძე გადავიდა. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად გვყავს გამარჯვებული მოსწავლეები. ისინი სხვადასხვა ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ და სასწავლო ვიზიტებით იყვნენ მიწვეული თბილისში, „რონდელის ფონდის“ ორგანიზატორების მიერ.
ნანა, თათია, ნინო და ქეთი თავართქილაძეებს ვულოცავთ მოპოვებულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალშიც ესახელებინოთ მშობლიური სკოლა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203