
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში აკადემიური წელი სპორტულ-გასართობი ღონისძიებით დასრულდა.
15 ივნისს, სასწავლო წლის ბოლო დღეს, სკოლაში „მხიარული სტარტები“ გაიმართა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სპორტის მასწავლებლები - გაიკ მალხასიანი და მკრტიჩ ლოქიანი.
თამაშში მონაწილეობდა მე-5-დან - მე-11 კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე.
მოსწავლეები ოთხ გუნდად გადანაწილდნენ. თითო გუნდს ჰყავდა თავისი ლიდერი. თითოეულ გუნდს ჰქონდა ლოგო, სახალი და ლოზუნგი. სპორტულ გასართობ თამაშებში ერთმანეთს შეეჯიბრნენ - „პეგასი“, „მაფია“, „ვოროგაითი“ და „ჯავახეთი“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მეტად სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა. მწვავე შეჯიბრში გაიმარჯვა გუნდმა „ჯავახეთმა“.
ჟიურის წევრებისა და სკოლის დირექტორის ხელმძღვანელობით, გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და მედლები.
ბავშვებმა ძალიან იმხიარულეს და შთამბეჭდავად დაასრულეს სასწავლო წელი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: