ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
19-06-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩაერთნენ. 

ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდა. მასში ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებაზე ხელოვნებათმცოდნეობის სექციაში, XI კლასის მოსწავლე დურუ ზოიძემ თემა - „ჩემი ღირსეული წინაპარი“ წარადგინა. თემის ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებელი დალი შავაძე იყო.

X კლასის მოსწავლე თათია თავართქილაძე კი, აქტუალური საკითხების სექციაში, თემით - „ტყის მოვლა გარემოსდაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია“ წარდგა. თემის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი დონარ აბულაძე იყო.

როგორც სკოლაში ამბობენ, ორივე მოსწავლის თემამ დადებითი შეფასება დაიმსახურა და მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203