წყალტუბოს N1 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა ერთად გატარებული წლები ექსკურსიით დააგვირგვინეს
19-06-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.
ამასთან დაკავშირებით, მე-4ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ირმა გურეშიძის ხელმძღვანელობით, ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათ ამ აქტივობით ერთად გატარებული წლები შეაჯამეს და დააგვირგვინეს.
ექსკურიის მარშრუტი შემდეგნაირი იყო: წყალტუბო, დენდროლოგიური პარკი, ბათუმი, წყალტუბო.
როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სანახავი იყო დენდროლოგიური პარკის ფლორა და ფაუნა, ასევე, მუსიკალური და მინიატურული ნაკეთობების პარკი.
„დღის ბოლოს ბედნიერი დაგვირგვინება იყო დელფინარიუმში გამართული წარმოდგენა. მადლობა კლასის არაჩვეულებრივ მშობლებს ამ დღის ორგანიზებისათვის და ერთად გატარებული ბედნიერი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს