ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
19-06-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან აქტივობაში ჩაერთნენ. 

მოსწავლე-მოხალისეები „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. მოსწავლეემა, თანატოლებთან ერთად, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განახორციელეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ მათ, ამ მიმართულებით, ცნობიერება კიდევ უფრო აუმაღლდათ. გარდა ამისა, ღონისძიებაში გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრი პროგრამა - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში მონაწილეობდა.
 
„წარმატებები და ბევრი კეთილი საქმე ჩვენს მოსწავლეებს. წარმატებები, ბედნიერება და კეთილდღეობა ჩვენს უსაყვარლეს და უთბილეს მეგობრებს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203