ქუთაისის N7 სკოლის მოსწავლე მარიამ კაპანაძემ ესეების კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავა
19-06-2023

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან აქტივობაში ერთვებიან. 

კონკურსში - „ვწერ თავისუფალ თემას“, მოსწავლე მარიამ კაპანაძე მონაწილეობდა, მან შესაძლებლობები წარმოაჩინა, საინტერესო ნაშრომი მოამზადა და საპრიზო - მესამე ადგილი დაიკავა. მისი მასწავლებელი ნანა გიორგაძეა. 

მარიამს საჩუქრებთან ერთად, ფულადი ჯილდო - 600 ლარი გადაეცა, ხოლო მისი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა გიორგაძე, სხვა საჩუქრებთან ერთად, 500 ლარით დაჯილდოვდა. სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლა ულოცავს მარიამ კაპანაძეს ღირსეულ გამარჯვებას! ასევე, მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ნანა გიორგაძეს, გაწეული შრომისათვის“,- ამბობენ სკოლაში.

აღნიშნულ კონკურსში, რომელიც გია მურღულიას თაოსნობით გაიმართა, 1350 მოსწავლე მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე 42 ნაშრომი გამოიკვეთა. ეს ესეები 2023 წლის კრებულში - ვწერ თავისუფალ თემას“, მოხვდება. 

მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა. მასში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი და სეუ-ს დამფუძვნებელი და რექტორი გია კავთელიშვილი მონაწილეობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203