ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის დაარსებიდან 125-ე წლისთავთან დაკავშირებით, შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო
19-06-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. 

ის სკოლის დაარსებიდან 125-ე წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაში როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები - დალი ხეცურიანი, დარეჯან ტუსკაძე, ნანა ჩიხლაძე მონაწილეობდნენ. მას ხათუნა სულაბერიძე უძღვებოდა.  

თითოეულმა მონაწილემ შესაძლებლობები გამოავლინა, სხვადასხვა ნომერი შეასრულა, დრო ნაყოფიერად გაატარა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას სკოლის იუბილე მიულოცეს და ჩატარებული ღონისძიებით კმაყოფილები დარჩნენ.

საიუბილეო ღონისძიება სკოლის დირექტორის – ნინო ჯალიაშვილის მილოცვით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დამსწრე საზოგადოება შთამბეჭდავი ღონისძიების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203