კაკლიანის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს
19-06-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა. მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და მოტივაცია აიმაღლეს.
სკოლა საბაზოა, შესაბამისად, მოსწავლეები მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სწავლას სხვა სკოალში აგრძელებენ.
ამიტომაც, მეცხრე კლასის გამოსაშვები საღამო მოეწყო. გარემო სადღესასწაულოდ - ბუშტებით, სხვადასხვა დეკორაციითა და ბავშვების ხელით შექმნილი ნივთებით იყო გაფორმებული. მეცხრეკლასელებმა ტორტიც გაჭრეს, მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, დაემშვიდობნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ღონისძიება სხვადასხვა ნომრით იყო დატვირთული. ბოლოს კი, ლექსებით და ცეკვა-თამაშით დაგვირგვინდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს