ლეღვანის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
19-06-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა გასული აკადემიური წელი შეაჯამეს. მათ არაერთ წარმატებას მიაღწიეს, სხვადასხვა პროექტში ჩაერთნენ, სპორტული თუ შემოქმედებით აქტივობები გამართეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. რაც მთავარია, მათ ცოდნა დააგროვეს და სხვადასხვა კუთხით, ცნობიერება აიმაღლეს.
ისინი სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და არდადეგებისთვის მომზადება დაიწყეს.
„აი, ასე დავასრულეთ მე-6 კლასი და უკეთესის მოლოდინით გადავედით მე-7 კლასში. უამრავი სპორტული თუ შემეცნებითი აქტივობით დატვირთული იყო 2022-23 სასწავლო წელი. ძალიან ბევრი წარმატებაც ვიზეიმეთ. გილოცავთ ყოჩაღებო, ასეთი მოტივაციით და შემართებით გააგრძელეთ სვლა კიდევ ბევრი წარმატებისაკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს