დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლას კურსდამთავრებულმა საჩუქრად საკუთარი ნაშრომები გადასცა
19-06-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლას წარმატებულ კურსდამთავრებულთა არაერთი თაობა აღუზრდია. 

თითოეული მათგანის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ სკოლაში მიღებულმა განათლებამ და გამოცდილებამ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულები მშობლიურ სკოლას არ ივიწყებენ. 

ამჯერად, კურსდამთავრებულმა ალექსანდრე კუკანიამ სკოლას საჩუქრად საკუთარი ნაშრომები გადასცა, რითაც მთელი გუნდი და მოსწავლეები გახარებული არიან. 

„ბატონმა ალექსანდრე კუკანიამ თავისი ნაწარმოებიდან რამდენიმე ნაშრომი საჩუქრად გადმოგვცა. მადლობა მას ამისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203