მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
პროფესიონალი გუნდი, ცდილობს, რომ აღსაზრდელები ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოს. სხვადასხვა სახის ლიტერატურაა დაცული სკოლის ბიბლიოთეკაში.
ამჯერად კი, ის კიდევ უფრო გამდიდრდა. დირექციამ მოსწავლეების შერჩეული მხატვრული ლიტერატურა, სულ 10 წიგნი შეიძინა. ამით კი მოსწავლეების მოტივაცია და სწავლის სურვილი კიდევ უფრო გაიზარდა.
სკოლაში დირექციას, საჩუქრისთვის, მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით, ნაყოფიერად და საინტერესოდ წარიმართა.